02:14 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 19:29:22, 2084 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

„შეძრწუნებული ვარ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. მომხდარის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე დაშავდა. თავდამსხმელი ადგილობრივი მკვიდრი, 64 წლის სტივენ პედოკია. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics