|
2017-10-02 16:57:10, 1739 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. უწყების ცნობით, კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი "იკაროსი", აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება. პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორი მაიკლ მაკმენი დაესწრნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა აშშ-ს საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და კულინარიის პროფესიული პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი უწყების პრიორიტეტად კვლავ რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნა. N16 დაწესებულებაში მეორედ გავხსენით კულინარიის შემსწავლელი კურსი. პირველ ეტაპზეც 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატებით დახურა კურსი. კონკრეტული პროფესიის შესწავლა გათავისუფლების შემდეგ ყოფილ მსჯავრდებულებს სამსახურის მოძების პროცესს უმარტივებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის რისკს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდიმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „უკვე ხუთი წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების რეფორმას. კულინარიის ხელოვნების შემსწავლელი კურსები ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამერიკის ელჩმა ყოფილი მსჯავრდებული და ამ პროგრამის კურსდამთავრებული ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დასაქმებული იხილა. ეს თავისთავად პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს,“ - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა. კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება, რომელიც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადებას, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სპეციფიკას შეასწავლის. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში წარიმართება, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი. კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეორედ გაიხსნა. გასულ წელს N16 დაწესებულების 19-მა მსჯავრდებულმა სწავლება წარმატებით დაასრულა და დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების პრეცედენტიც შეიქმნა. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)