|
2015-04-30 09:33:48, 1454 ნახვა
სამხედრო
ქართული არმია დღეს დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართავენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც. ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მართვის ცენტრში გადაინაცვლებს. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვიდეო კონფერენციის საშუალებით საიუბილეო თარიღს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცავენ. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამინისტროდან სოფელ შინდისში გაემგზავრებიან. მემორიალთან მათ დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დახვდებიან. მემორიალის გარშემო 17 ერთეული კვიპაროსი დაირგვება, მიმდებარე ტერიტორია კი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება. საზეიმო ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი მარიკო ებრალიძე, პიანისტი თათია შარანგია და ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ქართველები“. კონცერტის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორუპუსის, ჯარის მეგობართა საზოგადოების და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართება. ქართველ სამხედროებს დღესასწაულს ოჯახის წევრები მიულოცავენ, გამოფენილ სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებენ და სამუშაო გარემოს გაეცნობიან. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)