|
2017-09-28 11:13:34, 1910 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა სამეგრელოს რეგიონში განახლებული საბავშვო ბაღები მოინახულა
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, სოციალური პროექტის განხორციელების მიზნით, გრანტებს გადასცემს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 21 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზუგდიდის რაიონის სოფლებში დარჩელსა და კოკში განახლებული საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. დარჩელის საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო, კოკში კი საძინებლები აღიჭურვა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. დარჩელის საბავშვო ბაღის შენობაში 3 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ადგილზე არიან დასაქმებულები. ბაღს 140 აღსაზრდელი ჰყავს, გარდა დარჩელისა მეზობელ სოფლებსაც ემსახურება და დამატებითი ფართი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქ მცხოვრებ ოჯახებს ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში, უპირობოდ გადასცეს ბინები. დევნილი ოჯახების მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართები კი ბაღის სარგებლობაში გადავა. საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში, დევნილთა საინიციატივო ჯგუფებს, 10 000 ლარის ფარგლებში, კიდევ 24 სოციალური პროექტი დაუფინანსდებათ. გრანტის მიღებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ სოციალური ინვესტიციის განხორციელების ადგილას პროექტის სამიზნე ბენეფიციარები ცხოვრობდნენ. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მარტოხელა მშობლები, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათ ოჯახის წევრები, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმული პირები, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან, ობოლ შვილიშვილებზე. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)