|
2017-09-28 10:09:59, 2699 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დღეს კონსტულტაციებს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვას სთავაზობს. "საქართვლოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ დროისათვის, ახლადმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე. ეკა მიშველაძემ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გიორგი ანდრიაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა: "სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრებები. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის ძალიან ნეგატიური შეფასებებისა და დასკვნების ფონზე. ბოლოს მოგეხსენებათ, რომ კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დატოვეს კიდეც და ამის მიზეზი პოლიტიზებული და გაუმჭვირვალე პროცესი იყო. ცხადია, როგორც მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალ კვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების საკითხს... ზოგადად, მოქალაქეობის მინიჭება ხდება შესაბამისი პროცედურებით - იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით. ამ ადამიანს, რომელზეც იყო საუბარი ამ უწყებებისგან ჰქონდა ყველა დადებითი რეკომენდაცია და დასკვნები, ასევე საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები უწევდნენ მას რეკომენდაციას", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)