|
2015-04-29 18:54:04, 603 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი: მინისტრების ასეთი სისწრაფით გაპარვა, დიდი ალბათობით, მთავრობამ დაგეგმა
"მინისტრების ასეთი სისწრაფით გაპარვა მთავრობამ დაგეგმა, დიდი ალბათობით, როგორც ნაწილი სტრატეგიისა, რასაც ჰქვია წარმატება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში,-ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ციკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. „ისეთი სისწრაფით დაიწყო თანამდებობებიდან მინისტრების გაპარვა და როგორც წესი, ეს არ იყო აუტკივარი თავის ატკივება, ეს იყო სურვილი და მიზანი დღევანდელი მთავრობის, რომ მათ ახლა მისცემოდათ საშუალება, არსებულ ვითარებაში, არსებული შემადგენლობის წინაშე პარლამენტისა, გაკეთებულიყო ის სცენარი, რომელიც მათ დაგეგმეს დიდი ალბათობით, როგორც ნაწილი სტრატეგიისა და რასაც ჰქვია, წარმატება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“,-აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ ამჯობინა, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, კიდევ ერთი მხადაჭერა მიიღოს პარლამენტისგან და შემდგომი არჩევნებისთვის რესურსი შემოინახა. "როგორც ჩანს, დიდი ოპტიმიზმი პროცესების განვითარებისა ახალ ოცნებას არ გააჩნია და ამდენად ამჯობინეს, რომ კარგა ხნით ადრე შემდგომ არჩევნებამდე მიიღონ კიდევ ერთი მხარდაჭერა პარლამენტის და შემდგომი საპარალამენტო არჩევნებისთვის შემოინახეს რესურსი კიდევ 6 მინისტრის ცვლილებისა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. ამასთანავე, შესაძლებელია შემდგომი არჩევნების პერიოდი უფრო ნაკლებად წარმატებული ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, ვიდრე დღეს არსებული ვითარებაა და ამდენად, ეცოდინებოდათ მომავალი არჩვენების წინ უმრავლესობის უმრავლესობას რჩებიან ისინი „ქართული ოცნების“ საპარალამენტო სიაში, თუ არა.ის მინისტრები, რომლებიც უკანასკენლი ორი კვირის განმავლობაში განერიდნენ მთავრობას, ვერ შეცვლიან ვერანაირ ვექტორს იმ სტრატეგიული განვითრებისა და მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები არ შეეხო საფინანსო-ეკონომიკურ გუნდს, მეტი სკეპტიციზმი გაჩნდებოდა მთავრობის მიმართ, მითუმეტეს კარს მომდგარი ევროპის განვითარების ბანკის თავყრილობისა საქართველოში“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)