00:52 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 15:11:35, 2525 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომაც“ აიღო

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე "თალიბანის" შემდეგ, პასუხისმგებლობა ტარორისტულმა დჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი იუწყება. 

ამასთან, მედია საშუალება იმ ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ უმიზნებს დაჯგუფების ერთ-ერთი ტერორისტი SPG9-ს ტიპის რაკეტას აეროპორტს. 

შეგახსენებთ, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-30 რაკეტა ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაბომბვის შემდეგ აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველა რეისი გააუქმა და მგზავრთა ევაკუაცია განახორციელა.

ცნობისთვის, ტერორისტებს პენტაგონის ხელმძღვანელის, ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics