|
2017-09-27 12:57:55, 2798 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის ქალაქ სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენი პოლკოვნიკ გაბესკირიას ოჯახს გადასცა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 27 სექტემბერი არის ქვეყნისთვის უდიდესი ტკივილი, რადგან უამრავმა ქართველმა სამშობლოს თავი შესწირა. „დღეს ჩვენი ეროვნული გლოვისა და დიდი ტრაგედიის დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. მაშინ არაერთმა ქართველმა გმირმა შესწირა თავისი სიცოცხლე სამშობლოს დაცვას, მათ შორის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოექცა და დახვრეტილ იქნა მტრების მიერ. როდესაც მას დაჩოქება უბრძანეს, უთხრა რომ ამას არასდროს იზამდა. ასე წელგამართული შეეგება სიკვდილს. დღეს ამ ადამიანის ღვაწლს გამოვყოფ, სოხუმის მერის პოლკოვნიკ ზურაბ გაბესკირიას ხსოვნას აღვნიშნავთ და იმ ტკივილთან ერთად, რომელიც ყველას გვაერთიანებს, გვაერთიანებს სიამაყეც და ზეიმიც მისი უტეხი სულისა. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ჩენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი, ეროვნული გმირის წოდებით ამ ადამიანს“,-განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმისას სეპარატისტებმა ქალაქის მერი პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია, ჟიული შარტავასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)