|
2015-04-29 15:43:09, 419 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 2 ახალ მინისტრს წარადგენს
პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ მინისტრებს მხოლოდ იმ უწყებებში დანიშნავს, რომელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ღარიბაშვილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გუნდი, ქვეყნის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანია. მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისთანავე, მთავრობის პირველსავე სხდომაზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის და პროკურატურის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რათა პროცესი არ შეფერხდეს. ღრიბაშვილმა მოსახლეობას და პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ლევან ყიფიანს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება სპორტის განვითარებისთვის გამოსაყენებელია.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)