|
2017-09-25 15:52:34, 1887 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა WorldVision საქართველოსთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE პროგრამა) - ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით დაიწყო. პროგრამა თბილისის გარდა 5 ქალაქში განხორციელდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ გამოცდილების გაზიარების მიზნით WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის მოწვევით, რუმინეთიდან ტრენერები ესტუმრნენ. კელი ორგანი და მარია ბუტიკა პროგრამის ტრენერებს ერთი კვირის განმავლობაში მედიაციის სახლში ტრენინგებს ჩაუტარებენ. უცხოელ ტრენერებს დღეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელი ეკა ჟვანია შეხვდნენ. თათია ხოჭოლავამ WorldVision-ის წარმომადგენლობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკა ჟვანიამ პროგრამის მდგრადობისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მისივე თქმით, პროგრამის დახმარებით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები სოციალური პროექტების/იდეების განხორციელებასა და სოციალური საწარმოს შექმნასაც შეძლებენ. SKYE პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა. „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბებს“ (SKYE პროგრამა) კონკურსის წესით შერჩეული ლიდერები უხელმძღვანელებენ. ლიდერების ჩართულობა მოხალისეობრივ საწყისებზე მოხდება. თითოეულ კლუბში 16-21 წლის 20 ახალგაზრდა გაერთიანდება. პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას. კლუბის წევრ ახალგაზრდებს მცირე დაფინანსების ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ რეგიონებში დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტები. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა მსოფლიოს 19 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტი წარმატებით განახორციელეს. მათ შორის იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების რესოციალიზაციას ითვალისწინებდა.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)