|
2015-04-29 15:37:26, 344 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ლევან ყიფიანის წასვლა ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია
„ბატონ ლევან ყიფიანის წასვლა ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყევტი იყო“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა პრემიერს ერთი თვის წინ გადადგომის თხოვნით მიმართა. „ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობები. ეს არის სპორტის, ახალგაზრდობის და გარემოს ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტი იყო ბატონ ლევან ყიფიანის წასვლა. მე მასთან მქონდა საუბარი ასევე საუბარი მქონდა ჩვენს თანაგუნდელებთან , საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ჩვენ პრაქტიკულად ყველა რესურსი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ მომხდარიყო მათი პოზიციების შეჯერება, თუმცა სამწუხაროდ ამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ბატონმა ლევან ყიფიანმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მომმართა მე გადადგომის თხოვნით, თუმცა მაშინ მე მისი თხოვნა არ დავაკომაყოფილე და საჯარო არ გამხდარა, მაგრამ მან დღეს გადაწყვიტა, რომ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მიღება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ლევან ყიფიანს გაწეული საქმიანობისთვის, მას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ყიფიანის გამოცდილება გამოსაყენებელია სპორტის განვითარებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)