|
2017-09-25 14:32:52, 2554 ნახვა
სამართალი
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი თურქ მებაჟეებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
სარფის საბაჟოზე-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს პრობლემა შეექმნა. კერძოდ, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ჯენი კვანტალიანის ინფორმაციით, მას თურქმა მებაჟეებმა პირადობის მოწმობის დამდასტურებელი საბუთი და ტელეფონი წაართვეს. როგორც კვანტალიანი აცხადებს, მას და მის ოპერატორსაც ფიზიკურად შეეხნენ. "ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან შეკრებილი მოსახლეობა გადავიღეთ და მათგან პრობლემები მოვისმინეთ. მოქალაქეები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ თურქი მებაჟეები საზღვრის გადაკვეთის მომენტში. როგორც მოქალაქეებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მათ საზღვარზე ე.წ. დუბინკებით უსწორდებიან, ართმევენ პირადობებს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. ბუნებრივია დავინტერესდით რა მდგომარეობა იყო თურქეთის მხარეს და სწორედ ამ მიზნით გადავდიოდით ერთი ზონიდან მეორეში. ამ დროისთვის ვიდექით ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სადაც გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაღება არ იყო მიზანშეწონილი და ამ კანონებს დავემორჩილეთ. არ გვქონდა არც მიკროფონი და არც კამერა ჩართული, თუმცა თურქული მხარე დაჟინებით მოითხოვდა ჩვენ დაგვეთმო ტექნიკა, მობილური ტელეფონების ჩათვლით. ამ მოთხოვნას არ დავემორჩილეთ", - აღნიშნა კვანტალიანმა. ჟურნალისტის თქმით, მან ოპერატორს მოუწოდა საზღვარზე არ გადასულიყო. მისივე განმარტებით, იქ თურქი მებაჟეების უფლებამოსილება ვრცელდებოდა, რაც უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდათ. "ფიზიკური ანგარიშსწორება მას შემდეგ დაიწყეს, რაც არ დაემორჩილა ჩემი ოპერატორი და კამერა არ გადასცა. ამის შემდეგ ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან, ხელიდან მართმევდა პირადობის მოწმობის დამადასტურებელ საბუთს ძალისმიერი მეთოდით, ასევე მობილურს. ამ დროისთვის მოვასწარი Facebook Live-ის ჩართვა. ამ შეხლა შემოხლაში, ვითხოვდი შველას გვერდით მდგომ ქართველი მებაჟეებისგან. ამ ყველაფერს ადგილობრივებიც შეესწრნენ და სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, დამიბრუნეს ნივთები. ეს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეძახილები იყო როგორც ქართულად ასევე თურქულად, რომ დაებრუნებინათ ჩემთვის პირადობა, რადგან რამდენიმე წუთში პირდაპირი ეთერი მეწყებოდა. იყო შეძახილები, რომ თუკი არ დაემორჩილებოდნენ საზოგადოების მოთხოვნას მოქალაქეები პროტესტის ნიშნად აღარ გადავიდოდნენ თურქეთის მხარეს. იყო ძალიან დიდი აგრესია ჩვენს მიმართ, ცდილობდნენ რომ საზღვარზე გადავსულიყავით და შემდეგ იყო საშიშროება იმისა, რომ იქ რამე გაცილებით უფრო უარესი მომხდარიყო", - განაცხადა ჯენი კვანტალიანმა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს საკონსულო უკვე სწავლობს. მანვე დასძინა, რომ ოპერატორთან ერთად გონიოს პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)