00:51 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 13:25:44, 2756 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში არჩევნების შედეგებს ასობით ადამიანი აპროტესტებს

გერმანიის ქალაქ ბერლინში, კიოლნში, დუსელდორფში, მიუნხენში, ჰამბურგსა და ფრანკფურტში, ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") არჩევნებში გამარჯვებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარტიის ასეთი მაღალი შედეგით "შეშინებულნი" არიან და ამას "კატასტროფად" აფასებენ.

პირველი აქცია გუშინ ბერლინში, ალექსანდერპლაცაზე გაიმართა, მას შემდეგ რაც ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მოქმედი კანცლერის ანგელა მერკელის პარტია "ქრისტიან-დემოკრატები" გაიმარჯვებს, ხოლო მერკელი კანცლერის პოსტს მე-4 დაიკავებს. მეორე ადგილზე მარტინ შულცის პარტია გავიდა, ხოლო მესამეზე ულტრამემარჯვენე AfD.

აღსანიშნავია, რომ თვითონ მერკელი ეგზიტპოლების შედეგებით უკმაყფილოა, რადგან ასეთი დაბალი შედეგები მას არც ერთ არჩევნებზე ჰქონია.

რაც შეეხება ულტრამემარჯვენეების შედეგებს, საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა ეს გამარჯვება "ისტორიულ მოვლენად" შეაფასა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics