|
2015-04-29 16:20:53, 362 ნახვა
პოლიტიკა
საგანელიძე: აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას მთავრობა იყოს დამტკიცებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მთავრობის მიმდინარე კვირაში დამტკიცებას შესაძლებლად მიიჩნევს. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ის თხოვნით მიმართვას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში წარუდგინოს პარლამენტს ახალი მთავრობა დასამტკიცებლად. "პირობითად ვამბობ. შესაძლებელია, რომ დღესვე დაასახელოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის კანდიდატები, შესაბამისად უკვე გადაეცეს პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თავის მხრივ პრეზიდენტმა შესაძლებელია იდეაში ხვალ მოგვაწოდოს ჩვენ აღნიშნული შემადგენლობა. შესაბამისად კომიტეტები ხვალ-ზეგ იმუშავებენ. ჩვენ სულ ყველა ვართ მზად, რომ დავრჩეთ, გავაგრძელოთ მოსმენები და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას მთავრობა იყოს დამტკიცებული", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)