01:28 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 16:08:34, 2634 ნახვა

საზოგადოება
N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებას ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ზაურ კალანდია, პოეტები ერეკლე საღლიანი და მზია ხეთაგუროვი ესტუმრნენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა მსჯავრდებულებისთვის პოეზიის საღამო გამართეს, სადაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს და პოეზიის შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე მსჯავრდებულებმა ლექსები ცნობილი პოეტებისა და საკუთარი შემოქმედებიდანაც წაიკითხეს.

შეხვედრის ბოლოს ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა ზაურ კალანდიამ მსჯავრდებულებს ჟურნალის რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადასცა, მათ შორის „რიწის“ ის ნომერი, რომელშიც სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა შემოქმედება დაიბეჭდა. მსჯავრდებულებს საჩუქრად საავტორო წიგნები პოეტებმაც გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ჟურნალ „რიწის“ რედაქციასთან  თანამშრომლობს და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას.

შემეცნებითი ღონისძიებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით აქტიურად ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics