|
2017-09-21 13:17:43, 2014 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ანგარიშთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და მათ არაკორექტულს უწოდებს. ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ. „პირველ რიგში, ჩვენი ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს, საქართველოს პარლამენტის წევრთა საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის დეპუტატების ბიზნესთან კავშირებზე, შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებაზე. აღნიშნული ანგარიში არის რიგით მე-5. ზოგ შემთხვევაში, პარლამენტთან თანამშრომლობით ვაცნობდით დეპუტატებს ამ მონაცემებს. შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრები ასწორებდნენ დეკლარაციებში არსებულ უზუსტობებს, რაც წარმოადგენს კიდეც მსგავსი ანგარიშების მომზადების მიზანს. ამ დრომდე არ გვახსენდება არც ერთი მსგავსი მწვავე და არაკორექტული შეფასება თავად იმ ფაქტის, რომ ჩვენი ორგანიზაცია თავს უყრის და აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც ისედაც განთავსებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე. ანგარიშში წარმოდგენილი ყველა მონაცემი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და ასევე პარლამენტის წევრთა მიერ შევსებულ დეკლარაციებს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. წარმოდგენილი ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გადამოწმება. მიუხედავად მწვავე შეფასებებისა არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დეპუტატების მხრიდან არ დასახელებულა არც ერთი ფაქტობრივი შეცდომა ჩვენს ანგარიშში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ იგი ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრები დირექტორებად ფიქსირდებიან კომპანიებში, რაც მისი თქმით, “რა თქმა უნდა, არის დარღვევა” და მუდმივად აფრთხილებს კოლეგებს, რათა გამოასწორონ მსგავსი უზუსტობები. კვლევაში ნახსენებმა ზოგმა პარლამენტის წევრმა არც უარყო ამ კომპანიების არსებობა, თუმცა მიუთითა, რომ ამჟამად ან დიდი ხნის განმავლობაში არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. ყველა კომპანია, რომელიც ნახსენებია კვლევაში, იძებნება საჯარო რეესტრის ბაზაში “აქტიურის” სტატუსით. კანონის ჩანაწერი კი ცალსახაა - პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება ახორციელებდეს სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას და იმ შემთხვევაში, თუ ის ან მისი ოჯახის წევრი არის კომპანიის წილის მფლობელი, აღნიშნული ფაქტი უნდა მიუთითოს დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, კომპანია კონკრეტულ მომენტში მუშაობს თუ არა მოგების მიღების მიზნით. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ასევე მითითებულია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა კომპანიების ნაწილი აღარ ფუნქციონირებდეს, რადგან მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრში წლების მანძილზე არ განახლებულა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პარლამენტის წევრს ვალდებულებისაგან, რომ კომპანიაში წილის არსებობის შესახებ მიუთითოს თანამდებობის პირის დეკლარაციაში და გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ანგარიშის გამოქვეყნებას პარლამენტის ორი წევრის მხრიდან უკვე მოყვა სათანადო რეაგირება. კერძოდ “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველოდან” მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესაბამისად კანონით დადგენილ სამართლებრივი რეაგირების ზომებს მიმართავენ. სწორედ ეს იქნება საზოგადოების მიმართ მათი პასუხისმგებლობის გამოხატულება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)