01:14 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 13:43:20, 2214 ნახვა

საზოგადოება
ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017

კვირას, 24 სექტემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება საქართველოში ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ავტორბოლა საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში  “Bridgestone Black Sea Cup-2017”, რომელსაც წარმოგიდგენთ „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსთოუნი“,  ხოლო გენერალური სპონსორი გახლავთ „მოტული“.

წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართება, რომელშიც ავტომობილების 3 სხვადასხვა კლასი მიიღებს მონაწილეობას: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.    

„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენს 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიებას დაესწრებიან „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი კომპანიების Bridgestone, Motul და  Bosch-ის წარმომადგენლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

ღონისძიება ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით. რბოლაზე დასწრება თავისუფალია

ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, კომერსანტი, მარკეტერი, პალიტრა მედია და ტელე კომპანია TVპირველი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics