|
2017-09-20 13:04:36, 2233 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში, ახლად გახსნილ 113-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა. “ჩვენ დღეს, ამ კვირის განმავლობაში, მესამე ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. თემქაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა ეს პრობლემა, რადგან მათ ამ უბანში არ ჰქონდათ საბავშვო ბაღი. ამის გათვალისწინებით აქ ყველანაირი წესის დაცვით ავაშენეთ თანამედროვე, კომფორტული და ენერგოეფექტური ბაღი. ამ ახალ ბაღში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ პატარები ღირსეულად აღიზარდონ“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ბაგა-ბაღს, სადაც ამჟამად 350 აღსაზრდელი ირიცხება კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო აქვს. ეზოში განთავსებულია ატრაქციონები და საპარკე ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ 113-ე საბავშვო ბაღი ძველი, იმ დახურული ბაღის მიმდებარედ აშენდა, სადაც წლებია დევნილები ცხოვრობენ. 10-ჯგუფიანი ბაღი 400 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაგა-ბაღში ამ დროისთვის დასაქმებულია 75 ადამიანი. ბაღის შენობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტი და პანდუსები. N113-ე ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის შემოდგომაზე შევიდა. (NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)