|
2017-09-19 15:22:01, 2174 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილN69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს. დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სწავლისდაწყება პატარებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა გია ვოლსკიმ და რიმა ბერაძემაც მიულოცეს. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, სწავლის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეორე ბაღია,რომელიც გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით, საბავშვო ბაღები ყოველდღიურ რეჟიმში იხსნება, რათა ყველა პატარამ შეძლოს სკოლამდელი აღზრდის მიღება. „საბავშვო ბაღის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რის შემდეგაც ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური ბაღი აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში შვიდი ჯგუფი ფუნქციონირებს და 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება.ახალი საბავშვო ბაღითანამედროვე სტანდარტებს პასუხობსდა სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია.ამ მიზნით, პანდუსის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტიც. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.რამდენიმე დღის წინ კი ბაღის ეზოში არსებულ კედელზე ქართველი მხატვრის, თამაზ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვართა ჯგუფმა ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები მოხატა. თბილისს წელს საბურთალოს, ჩუღურეთის, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებშიხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)