23:49 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 13:36:38, 2238 ნახვა

მსოფლიო
ხელისუფლებამ ლონდონში ტერორისტული საშიშროების დონე შეამცირა

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საშიშროების დონე „უმაღლესი“ კატეგორიიდან „სერიოზულამდე“ დაწიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საშიშროების დონე „უმაღლეს კატეგორიად“ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეორედ შეფასდა.

სამართალდამცველების თქმით, დონის დაწევა მეტროში მომხდარი ტრაქტის სწრაფმა გამოძიებამ განაპირობა.

 „ტერორისტული საშიშროების სერიოზული კატეგორია არ ნიშნავს, რომ არ უნდა ველოდოთ თავდასხმას, თუმცა, მე მოგიწოდებთ ყველას იყოთ უფრო ფრთხილები და არა აღელვებულნი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინზე" აფეთქება მოხდა. მეტროს ვაგონში პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. შაბათს პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი, 18 და 21 წლის მამაკაცები დააკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics