01:04 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-17 11:30:23, 2375 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები, 20 სექტემბრის ჩათვლისთ, საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო და თბილს ამინდებს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +33 გრადუსი სითბო  იქნება,  ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 სექტემბერს +34 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 19-20 სექტემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება.

დღეს დედაქალაქ თბილისში +21 გრადუსი სითბო და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.  18 სექტემბერს +31 გრადუსი სითბო იქნება, 19 სექტემბერს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, 20 სექტემბერს კი +32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს 20 სექტემბრის ჩათვლით +37 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

მთიან და მაღალ მთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics