18:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 11:36:48, 2310 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: „თბილისობა 2017“ -ი მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება

„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  
მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები "ახალი ტფილისი", რიყე და ლეღვთახევი იქნება.
„მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება.  დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.
დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი  იქნება და  იგი მთელ ქალაქს მოიცავს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"თბილისობა 2017"-ის ფარგლებში,  მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics