|
2017-09-12 10:02:14, 1762 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ გაითვალისწინა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია წილისყრის პროცედურისა და რიგითი ნომრების მინიჭების შესახებ
ცესკომ საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია გაითვალისწინა და წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლო უადრეს ვადაში ჩაატარა, - ამის შესახებ „მრავალეროვნული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 28 აგვისტოს მიმართეს. „მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივე შესაძლო, უადრეს ვადაში განისაზღვრა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები უნდა განისაზღვროს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ გაითვალისწინა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაცია და წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლო უადრეს ვადაში - 11 სექტემბერს ჩაატარა. მიმდინარე წლის 28 აგვისტოს საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ თხოვნით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. „მრავალეროვანმა საქართველომ“ მოითხოვა, საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა. რაც გულისხმობს, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო კამპანიის პერიოდში მინიჭებული რიგითი ნომრის შესახებ ამომრჩეველთა დროულ ინფორმირებას. აღნიშნულის მიზნით, ორგანიზაციამ ცესკო-ს მიმართა თხოვნით, რათა მას შემდეგ რაც დასრულდება საარჩევნო ბლოკების შექმნისა და რეგისტრაციის პროცესი ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ არ უზრუნველყოს წილისყრა კოდექსით დადგენილ ბოლო ვადაში და ამით ხელი შეუწყოს საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის თანაბარუფლებიან გარემოში წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში. სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)