|
2017-09-12 02:20:30, 2062 ნახვა
საზოგადოება
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი ხელმისაწვდომია
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია - პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. „ქვეყნის ინტერნეტიზაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით რეგიონებში, შესაბამისად, თუშეთის ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა მხარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ამერიკაში დაფუძნებული არაკომერციული ფონდი ISOC, რომელმაც პირდაპირი კონტრიბუცია განახორციელა ამ პროექტისთვის და ასევე „თუშეთის განვითარების ფონდი,“ რომელიც ინტერნეტიზაციის გარდა, ამ მხარეში კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს. თუშეთში უკვე გვაქვს მაღალხარისხიანი, სწრაფი ინტერნეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკმაოდ ჩაკეტილი რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებას, ასევე აჩვენებს ხარისხს, განწყობას და დამოკიდებულებას იმ ტურისტებისადმი, რომლებიც თუშეთს სტუმრობენ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნეს-ოპერატორებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. „გვყავს 29 ბენეფიციარი, რომელმაც მიიღეს 150 ლარისღირებულებისერთჯერადივაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. თუშეთში ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი. „ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც 7თვის განმავლობაში თუშეთი ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს. 40 ბენეფიციარი ყავს უკვე პროექტს, ესენი არიან ძირითადად ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები, რომელთაც საშუალება ექნებათ ინტერნეტის საშუალებით მოიზიდონ ტურისტები თუშეთში. მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური და თანმიმდევრული გეგმა თუშეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინტერნეტიზაციაა“ – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტის საერთო ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)