|
2017-09-12 01:34:53, 3084 ნახვა
საზოგადოება
„ქართული მარში” დღეს „ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავს
„ქართული მარში” დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ისინი ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხს გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ექვს საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისისკენ გაემართებიან, სადაც ე.წ. სოროსის ფონდის გაუქმებას მოითხოვენ, შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას დაიწყებენ: „ქართული მიწა იყიდება საგანელიძის პროექტის გამო, რომლის მიხედვითაც, ნახევარი მილიარდი დოლარი, ანუ 500 მილიონი დოლარი უნდა შევიდეს საგანელიძის და ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეებში, აპირებენ დაჩქარებული წესით მიღებას კანონისას, რომლის მიხედვითაც, პირდაპირი მიყიდვის წესით მთავრობას და კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, ირანელებზე, თურქებზე, ჩინელებზე გაასხვისონ მიწები და აქ ჩამოასახლონ უცხოტომელები. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომ ქართული მიწა არ იყიდება, მაგრამ ამ კანონპროექტით ფაქტობრივად ამას ხაზს უსვამს და ქართული მიწის გაყიდვა შესაძლებელი იქნება და ჩვენ მივიღებთ საშინელ სიტუაციას. ვაპროტესტებთ ამას. ეს ყველაფერი არის პარლამენტის ე.წ. სოროსელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, ჩუგოშვილის, თალაკვაძის, ნაცზონდერი ზარდიაშვილის და ამ საპარლამენტო გუნდის ინიციატივა, რათა ხელი შეეწყოს იმ ფულის შემოდინებას და ჯიბეში ჩადებას, რომელ ფულზეც დახარბებულები არიან ეს ვაჭრუკანები. ესენი არიან სოროსის შვილობილები და სოროსის მითითებებით მოქმედებენ დღემდე. ექვს საათზე ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, მივდივართ სოროსის ფონდის ოფისთან, მოვითხოვთ სოროსის ფონდის გაუქმებას, იქვეა ქართული ოცნების ცენტრალური საარჩევნო შტაბი და დავიწყებთ ქართული ოცნების ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას. ჩვენ ვთხოვთ, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ახა კალაძემ, რომელიც ასევე გენერალური მდივანია „ქართული ოცნების“ პარტიის, დააფიქსიროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით-ემიჯნება ის თავის თანაგუნდელებს, თუ ისიც მომხრეა, რომ ქართული მიწა გაიყიდოს და ჩვენი მიწა ხელში ჩაიგდოს უცხოტომელებმა“,-განუცხადა სანდრო ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“. სანდრო ბრეგაძე სერიოზულ სიურპრიზებს აანონსებს და ამბობს, რომ ის გადაიზრდება მძლავრ საპროტესტო ტალღაში, რომლის მოთხოვნებიც ბევრად უფრო რადიკალური იქნება.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)