22:34 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 04:52:51, 3169 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი: თემურ მახაური სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა

უკრაინის რადიკალური პარტიის წევრის, დეპუტატ დმიტრი ლინკოს ინფორმაციით, კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაღუპული თემურ მახაური სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა.

როგორც ლინკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, 2009 წელს მახაურს რამზან კადიროვის ხალხი დაესხა თავს.

„თემური სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა და ბრძოლაში დაიჭრა. 2009 წელს კადიროვის ხალხმა თბილისში მისი მოკვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდათ. დღეს ის როგორც მებრძოლი, ისე დაიღუპა“, - წერს ლინკო.

დეპუტატმა ასევე ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც თემურ მახაური უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს.

მისივე თქმით, ის დონბასშიც იბრძოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics