02:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 04:36:41, 2445 ნახვა

მსოფლიო
კიევში აფეთქების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

კიევში ავტომობილის აფეთქების საქმეზე გამოძიება საზოგადოებისთვის სახიფათო საშუალებით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არიომ შევჩენკომ განაცხადა.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები დაასრულებენ მუშაობას და პირველადი მონაცემების ანალიზს, საქმეს შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება კიევის ცენტრში გუშინ მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, ზედმეტ სახელად "ზონა" დაიღუპა. მასთან ერთად ავტომობილში მისი მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ. მეუღლის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ფეხის ამპუტაცია ემუქრება. რაც შეეხება ბავშვს, იგი უვნებელია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics