|
2015-04-28 11:02:24, 620 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება
ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იწყებს. ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, რომლის დროსაც მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება. ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. თუმცა, საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)