|
2017-09-07 08:30:14, 1007 ნახვა
სამხედრო
კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის მიღების შემდეგ, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84 და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 მსმენელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცეს. მათ ახალგაზრდებს წარმატებები, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს და რთულ, გამოწვევებით სავსე ეპოქაში ყურადღება განათლებული ოფიცრის როლზე გაამახვილეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. პირად შემადგენლობას სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემაც მიმართეს. კურსდამთავრებულები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დალოცა. დღესვე მათ დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. დღეიდან აკადემიის კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატის სტუდენტებმა შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღეს, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულები პროგრამის გავლით, ოფიცრის საწყის სამხედრო განათლებას დაეუფლნენ. კურსდამთავრებული ლეიტენენტები მომავალში სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით, ოფიცრის ძირითად კურსებს გაივლიან. მოგვიანებით კი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობებზე გადანაწილდებიან. უმცროსი ოფიცრები შეიარაღებულ ძალებში სამხედრო კარიერის გაგრძელების მიზნით, ოფიცრის სხვადასხვა საკარიერო კურსს ეტაპობრივად გაივლიან. ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)