|
2015-04-28 09:22:37, 474 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციურობად, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა გაგვიჭირდება
„თუ ჩვენ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციურობად, გაგვიჭირდება ასე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა. მისი თქმით, არასწორი ფორმულირებაა, რომ პრეზიდენტი მთავრობის ოპოზიციაშია. „არ შეიძლება თავისუფალი პოზიცია აღიქვა როგორც ოპოზიცია. მე ვცდილობ ძალიან ბევრ თემაზე ვიყო გაერთიანებული მთელ საზოგადოებასთან, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ არამარტო პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირიც და რაც მთავარია თავისუფალი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფალი, ამაზე შენდება დემოკრატია. თუ ჩვენ თავისუფლებას აღვიქვამთ ოპოზიციონერობად, გაგვიჭირდება ასე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა“,-განაცხადა პრეზიდენტმა „მაესტროს ცხრიანში“
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)