|
2015-04-27 14:26:36, 597 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტი, შესაძლოა, ბალტიისპირეთ-სკანდინავიის ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩაერთოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შესაძლოა, ბალტიისპირეთ-სკანდინავიის ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩაერთოს. ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთა ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ლატვიის ელჩთან ელიტა გაველთან შეხვედრაზე ისაუბრა. „ტალინში ყოფნისას მქონდა შესაძლებლობა ბალტიისპირელ კოლეგებს გავსაუბრებოდი. შესაძლებლობა გამოჩნდა იმისა, ბალტიისპირეთი-სკანდინავიის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩავერთოთ. ეს არის ფორმატი როგორიც ვიშეგრადის ქვეყნებს აქვს. ამ სახელმწიფოებმა სულ ახლახანს გაიარეს გზა, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივათ და არ უნდა აღმოვჩნეთ მდგომარეობაში, რომ ველოსიპედის გამოგონება დავიწყოთ“, - აღნიშნა ხიდაშელმა. დეპუტატმა დღესვე, საქსართველოში ევროკავშირის ელჩს იონაშ ჰერმანსაც შეხვდა. ხიდაშელის ტქმით, შეხვედრაზე მხარეეებმა რიგის სამიტზე ისაუბრეს. „ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ ევროკავშირის მისიასთან საქართველოში ვითანამშრომლებთ, რათა მაქსიმალური წარმატება მივიღოთ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)