07:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 03:03:31, 2387 ნახვა

საზოგადოება
ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება

სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების სამარშრუტო სქემაც, რომლებიც ვეკუასა და მტკვრის ქუჩების გავლით მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდნენ.

ისინი სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე, რის შემდეგაც იუსტიციის სახლის მიმართულებით მობრუნდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics