|
2017-08-24 05:58:15, 2712 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე განაჩენით გ. ნ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, წარსულში განზრახიდანაშაულისთვის ნასამართლევმა ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ დაახლოებით 21 საათზე, ძალის გამოყენებით გააღეს 81 წლის ჟ.ა.-ს საცხოვრებელიბინის კარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ მას და თანხამოსთხოვეს. თავდამსხმელებს ჟ.ა.-მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ მას თავისა და სხეულის არეში მრავლობითი,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ბ. და გ.ნ. დაეუფლნენჟ.ა.-ს კუთვნილ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა გ.ნ.-მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით 16 წელსმიუღწეველი გოგონა, რომელთანაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა ჯ.ბ. და გ.ნ. 29 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" და მესამე ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, ანგარებით) და 179-ე მუხლის მე-2ნაწილის ,,ბ," მე-3 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით იმისმიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინათ, ხოლოგ.ნ.-ს დამატებით 140-ე მუხლით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირი) წარედგინა ბრალდება. ბრალდებულებსაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ბ. და გ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომადჯ.ბ.-ს 20 წლით ხოლო გ.ნ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის გნცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)