|
2017-08-23 08:58:35, 2212 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი: სადაც ბელარუსის ვერტმფრენმა იმუშავა, იქ წყლის ერთი მიწოდებაც საკმარისი იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენები დილის 06:30 საათიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. როგორც მღებრიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლება მთელი ძალებით არის ჩართული ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. მისივე ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები კლიმატური პირობების გამოა გართულებული. "დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია. დილით ვთქვი, რომ იდეალური ამინდი იყო იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეხერხებინა ცეცხლის ლოკალიზაცია, მაგრამ ქარის გარეშე მუშაობა მხოლოდ 3 საათის განმავლობაში მოხერდა. ამჟამინდელ მოცემულობაში გვაქვს იმდენად ძლიერი ქარი, როგორიც არც გუშინ და არც გუშინწინ არ გვქონია. ეს ძალიან ართულებს ჩვენს მუშაობას და ხანძრის ქრობის პროცესს. მიუხედავად ამისა, მთელი ძალებით ჩართული ვართ ხანძრის ლოკალიზაციაში", - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება წყლის რეზერვუარებს, მღებრიშვილის თქმით, მათი პრობლემა არ არსებობს. "წყლის რეზერვუარების პრობლემა არ არსებობს. ვერტმფრენები მუშაობენ დილის 7-ის ნახევრიდან განუწყვეტლივ. ისინი იმატებენ საწვავს, ასევე აგროვებენ წყალს, მოწყობილი გვაქვს სპეციალური ავზები, საიდანაც ისინი წყალს იღებენ. ერთი ვერტმფრენი, რომელიც ბელარუსის მხარემ გამოყო, არის ძალიან დიდი და მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები წყლის ასაღებად. ამიტომ, ის წყალს ხაშურში, მთებში იღებს. საათის განმავლობაში დაახლოებით 2-ჯერ, 3-ჯერ ახერხებს წყლის მოწოდებას და დასხმას ხანძარზე. მაგრამ იმდენად ეფექტურია მისი მუშაობა, რომ სადაც კი, იმუშავა, ყველა ობიექტზე ხანძრის ჩასაქრობად ერთი მიწოდებაც იყო საკმარისი. თურქულმა თვითმფრინავმა 3-ჯერ გააკეთა უკვე შემოფრენა. ახლა საკმაოდ ძლიერი ქარია და ბოლო 2 საათის განმავლობაში თვითმფრინავი აღარ გამოჩენილა. ის კოპიტნარის აეროპორტშია და ველოდებით ამინდის გამოსწორებას", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების წევრები მართავენ კონსულტაციებს, იმასთან დაკავშირებით, დასჭირდებათ თუ არა სხვა ქვეყნებიდან დამატებითი დახმარება. "დახმარებას ველოდებით ყველა ქვეყნისგან, რომელიც შემოგვთავაზებს. საკმაოდ გართულებულია ჩვენი სამუშაოები კლიმატური პირობების გამო. მაგრამ შემოთავაზები გვქონდა გერმანიის მხრიდან, რუმინეთის მხრიდან, საბერძნეთის მხრიდან, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან. ჩვენი მხრიდან მზაობა არის, კონსულტაციები მიმდინაროებს და თუ ამის საჭიროება გახდა ისინი ჩაერთვებიან", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)