22:25 - 08 May, 2026
|
2015-04-25 16:52:05, 438 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)