|
2017-08-18 13:11:16, 2680 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი დ.პ., გ.ქ., გ.გ. და ვ.თ. სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.თბილისში, მე-3 მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც საბრძოლო მასალასთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, რ.ს.-ს მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად რ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩადენის შესახებ ნამდვილად იცოდნენ დ.პ.-მ, გ.ქ.- მ, გ.გ.-მ და ვ.თ.-მ, თუმცა მათ აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. დ.ჩ.-ს ბრალდება 2016 წლის 18 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ძებნილი პირი 2016 წლის 20 ნოემბერს წყალტუბოში დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.ქ. 10 ოქტომბერს, გ.გ. 11 ოქტომბერს, ხოლო დ.პ. და ვ.თ. 12 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ვ.თ., დ.პ., გ.ქ. და გ.გ. ასევე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.თ.-ს და დ.პ.-ს საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, გ.ქ.-ს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო გ.გ.-ს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განუსაზღვრა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)