|
2017-08-13 10:42:06, 2508 ნახვა
სამართალი
აშშ-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ოლიმპიადის პირველივე დღეებში 3 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე იოსებ ხუციშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. უწყების ცნობით, მან 86 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მოჭიდავეს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ისაპარეზა ლუკა კურტანიძემ 125 კგ წონით კატეგორიაში და ბელდუხ გავაშელიშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში, ორივე მათგანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. ძიუდოისტმა ნოდარ მჭედლიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალექსი დავითაშვილმა, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოცურავე გიორგი ბერძენიშვილმა ოლიმპიადაზე სხვადასხვა სტილით ცურვაში მიიღო მონაწილეობა და 4 ვერცხლის მედალი აიღო. „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“ - ში შს სამინისტროს 12 თანამშრომელი სპორტის 7 სახეობაში ასპარეზობს. ოლიმპიადა 16 აგვისტოს დასრულდება. (NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)