|
2017-08-12 15:31:53, 1060 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტი: ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა
საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა. როგორც მრავალეროვანი სამხედრო სწავლების საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ქვეყნის მთავარსარდალმა განაცხადა, წვრთნების მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. „მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით. ამ ვალდებულების მსახურება და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის. დღეს დასრულდა მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორობა" . სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" კიდევ უფრო მრავალფეროვანი, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და კიდევ უფრო საინტერესო არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინეთ ბევრი ახალი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა. მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმ სამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ. ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლად ემსახურებით. მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ჩვენს მეგობრებს", - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017" დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)