|
2017-08-11 11:28:11, 1806 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი 2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია. “რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღვანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნლოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა. „კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი” - აღნიშნა სამანიშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ამ გადაწყვეტილებას კერძოს სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით. ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს. (NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)