22:40 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 12:35:23, 2217 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა შს და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე რიგში მდგომი ადამიანები საჭირო სერვისებით უზრუნველყონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე, რიგში მდგომი ადამიანები საჭირო სერვისებით უზრუნველყონ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„მე რამდენადაც ვიცი, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შეიქმნა გარკვეული შეფერხებები ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო და შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომ განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც უწევთ რიგში ლოდინი. იქ არ არის განვითარებული ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ისკენ მიმავალი რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ბოლო ტანკერი შემობრუნდა და კურსი შეიცვალა.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics