16:42 - 24 Sep, 2026
|
2017-08-10 09:34:33, 2287 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს დღეს დაკრძალავენ
ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე). ეკლესიიდან გამოსვენება - 15:00 საათზე, დაკრძალვა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში. შეგახსენებთ, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა პირველად შეუტია სამთავრობო ვებსაიტს
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)