19:41 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 11:33:38, 2524 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება,  - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული განცხადებით ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა. ტრამპის მუქარის თანახმად,  ის "ცეცხლითა და მრისხანებით დაატყდება თავს ჩრდილოეთ კორეას, იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანის ქმედებები ამერიკას საფრთხეს შეუქმნის".

როგორც მედია წერს, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები თავდასხმის გეგმას უკვე განიხილავენ. ამასთან, გეგმა მას შემდეგ განხორციელდება, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გადაწყვეტილებას მიიღებს.

ცნობისთვის, გუამის ნახევარკუნძულზე ამერიკის სამხედრო ბაზები "ანდერსენი" და "აპრა-ჰარბორია" განთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics