|
2017-08-08 18:36:18, 1228 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაზეთ „პრაიმტაიმის წიგნის „გმირი“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ღონისძიებას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებთან ერთად დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები საკუთარი ერის ღირსების, საკუთარი ერის გაძლიერების და განმტკიცების მიზანს ემსახურება. „თუ რამე აძლიერებს ჩვენს ერს და თუ რამემ მოგვცა საფუძველი დღემდე, ღირსეულად მოვსულიყავით, ეს არის გმირების უკვდავყოფა. თითოეული მოქალაქის უდიდესი პასუხისმგებლობაა თავისი წვლილი შეიტანოს ეროვნული ღირსების დაცვის საქმეში, რადგან ეს გვაერთიანებს და ჩვენს არსებობას ახანგრძლივებს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული. დღესვე ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და გაზეთ „პრაიმტაიმს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გამოცემის დირექტორმა გიორგი ქუთათელაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელების უკვდავყოფას. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის ბოლოს აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილების მონაწილეობით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. „არმიჰოლის“ დარბაზში ასევე შედგა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიების დასასრულს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს წიგნი „გმირი“ საჩუქრად გადაეცათ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)