18:05 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 10:47:27, 3941 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ვოლნოვახში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს  2015 წლის 13 იანვარს, უკრაინის დონეცკის ოლქში, ქ.ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. 

„აღნიშნული ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების უპირობო შესრულებას უდანაშაულო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“,-განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
 
შეგახსენებთ,  გუშინ ვოლნოვახასთან სეპარატისტთა პოზიციების მხრიდან გასროლილი ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ავტობუსი აფეთქდა. ავტობუსის აფეთქების შედეგად,  12 ადამიანი დაიღუპა, 17 კი, დაშავდა. გარდაცვლილებს შორის ერთი 14 წლის ბავშვია. ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ გასროლა „გრადის” ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემით მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ამჟამად ან სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშე დგას, ან ემიგრაციაში იმყოფება, ან ციხეშია - ევროკომისიის ანგარიში
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics