|
2017-08-07 15:05:38, 2230 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა ხვალ აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მეომრებს 3000-3000 ლარს გადასცემს
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხვალ, 8 აგვისტოს, ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის მეომრებს - მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს მოინახულებენ და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3000 - 3000 ლარს გადასცემენ. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ნაკაიძემ აღნიშნა, წელს გადაწყდა, რომ დახმარება არამხოლოდ დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, არამედ საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულებსაც გაუწიონ. „პირველად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეომრებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება დავამატეთ. რამდენჯერმე მომართვიანობა იყო მათი ოჯახის წევრების და მეომრების მხრიდანაც, შემდეგ ვეტერანთა დეპარტამენტიდანაც მოგვაწოდეს ინფორმაცია. შესაბამისად წელს, გადაწყდა, რომ არამარტო დაღუპული მეომრების ოჯახებს, არამედ იმ ადამიანების ოჯახებსაც დავეხმაროთ, რომლებმაც 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზიანებები მიიღეს. სწორედ ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ, რომ მეომრების ოჯახებს ეკონომიკურად ხელი გავუმართოთ და ასე გამოვხატოთ მათი გმირობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დაღუპული მეომრების ოჯახებს აგვისტოს თვეში 3000 ლარით ვეხმარებოდით და იგივე თანხით დავეხმარებით დაზარალებულ ოჯახებსაც“,-განაცხადა ნაკაიძემ. აღსანიშნავია, რომ მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს აჭარის მთავრობამ, 2015 წელს, საკუთრებაში საცხოვრებელი ბინებიც გადასცა. აჭარის მთავრობა, სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე შშმ მეომრებს ფულად დახმარებას წელს პირველად უწევს. ვეტერანთა საბჭოსა და მეომართა მომართვის საფუძველზე უწყებამ პროგრამაში ცვლილება განახორციელა და ამიერიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ერთად ფულად დახმარებას ომის მონაწილე 3 შშ სტატუსის მქონე ვეტერანიც მიიღებს. 2017 წელს, „2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის“ ბიუჯეტი 92 000 ლარს შედგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში, 8 აგვისტოს, 3000-3000 ლარს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული 20 მეომრის ოჯახი მიიღებს. დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით 1000-1000 ლარი დაღუპული მეომრების 23 დედასა და მეუღლეს გადაეცა.
(NS)
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)