|
2017-08-04 09:14:29, 2352 ნახვა
საზოგადოება
დღეს, თბილისში რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, დღეს 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. "შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს. ხოლო მიკროავტობუსები, რომლებიც ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის გავლით იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, მობრუნდებიან და ბარათაშვილის ხიდიდან იუსტიციის სახლთან ჩაუხვევენ",-აცხადებენ მერიაში. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თაბუკაშვილის ქუჩაზე ფურცელაძის ქუჩის კვეთიდან ჭანტურიას ქუჩის კუთხემდეც. აქედან გამომდინარე, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების მარშრუტები, რომლებიც თაბუკაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლისა და ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის გავლით მოხვდებიან. ქალაქ თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
(NS)
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)