|
2017-08-03 13:31:54, 1906 ნახვა
საზოგადოება
NGO: კობახიძის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა
არასამთავრობო ორგანიზაციები რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას ეხმაურებიან. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს“. არასამთავრობოები განმარტავენ, რომ არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. მათივე შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა. „გვინდა გამოვეხმაუროთ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, “საქართველოს საჯარო სამსახურის” ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ პოზიციაზე დასაქმებული პირები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად. თუმცა, ასეთი შეცდომა ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საჯარო სამსახურისთვის, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვითშეზღუდვა, მათ შორის, პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებით. საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის პრობლემა საზოგადოდაა ცნობილი. ეს გამოწვევა მთავრობამაც გააცნობიერა და 2014 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში ასახა, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. პოლიტიკური ზეგავლენა და წნეხი საჯარო მოხელეთა მოტივაციისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად გვაქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს“. პირველ რიგში, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე. ეთიკის წესები ემსახურება საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულად და ეფექტიანად შესრულების მიზანს და არა პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურეთა კრიტიკისგან დაცვის მიზანს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეც არის პირი, რომელიც პოლიტიკოსს ირჩევს და სრული უფლება აქვს, მასზე საკუთარი აზრი გააჩნდეს. ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა. ასეთ შთაბეჭდილებას, შესაძლოა, აძლიერებდეს ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ესა თუ ის საჯარო მოსამსახურე მათთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არამედ საჯარო სამსახურის მეტ პოლიტიზირებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჯარო მოსამსახურეების მისამართით გაკეთებული მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს წინასაარჩევნო პერიოდში. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, საქართველოს კონსტიტუცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი იცავს საჯარო მოსამსახურის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. რაც არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპებით“,-აღნიშნულია არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)