|
2015-04-24 11:17:57, 666 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა
საქართველო ბედნიერების მსოფლიო ინდექსის მიხედვით 130-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების შესახებ კვლევა გაერო-ს ინიციატივით ორგანიზაცია Sustainable Development Solutions Network-მა ჩაატარა. კვლევა რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ჩატარდა. მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, თავისუფალი არჩევანის უფლება, სიუხვისა და კორუფციის აღქმა. კვლევის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის ბედნიერებას ყველაზე მეტად მშპ-ის რაოდენობა და ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობა განსაზღვრავს. SDSN-ის ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მოსახლეობა შვეიცარიაშია. შემდეგ მოდის ისლანდია, დანია, ნორვეგია და კანადა. ყველაზე უბედურ ქვეყანათა რიცხვს კი ტოგო, ბურუნდი, სირია, ბენინი და რუანდა განეკუთვნებიან. კვლევამ სულ 158 ქვეყანა მოიცვა. ბედნიერების მსოფლიო ინდექსის კვლევა პირველად 2012 წელს ჩატარდა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)