|
2017-08-02 15:26:04, 2242 ნახვა
საზოგადოება
საფრანგეთში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმატებულად დაიწყო
საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმატებით დაიწყო. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, გამოფენისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია და პირველივე დღეებში, უკვე ასეულობით ადამიანს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას. „ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილმა გამოფენამ დიდი ინტეერსი გამოიწვია დამთვალიერებლებს შორის. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, ცენტრში განთავსებულ ღვინის ბარში დააგემოვნონ ქართული ღვინო. ეს გამოფენა ძალიან დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ეს გამოფენა აჩვენებს, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის უძველესი მწარმოებელი, არამედ ამ ქვეყანაში კვლავ გრძელდება და ვითარდება მეღვინეობა“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. მისივე თქმით, ბორდოში მიმდინარე გამოფენა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მყარად და საბოლოოდ დაიმკვიდროს მსოფლიოში ადგილი, როგორც ღვინის ცივილიზაციის უძველესმა ქვეყანამ და მსოფლიო მეღვინეობის აკვანმა. ცნობისთვის, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და 4 თვეს გაგრძელდება. საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი იქნება. გამოფენის ფარგლებში ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდაოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც წარუძღვებიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები. თანამედროვე მსოფლიოში ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს. (NS)
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)