|
2017-08-02 13:03:53, 2141 ნახვა
საზოგადოება
ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული, საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული მურა დათვი, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ზედამხედველობით, თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხოველის ზოოპარკში გადაყვანა, მისთვის საუკეთესო ბუნებრივი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად გადაწყდა. თბილისის ზოოპარკში დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დარჩება. „დათვის ტყვეობაში ყოფნას, ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, ააიპ ზოოლოგიური ცენტრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი და რამდენიმე აქტივისტი. ისინი ცხოველის გადაყვანას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში არსებულ ააიპ ზოოლოგიურ ცენტრში მოითხოვენ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ პირის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გავრცელებული ბრალდებების პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა. შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა და, რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს. ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც, მისივე განმარტებით, ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავს, საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველის დატყვევების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს. ვინაიდან დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპული უსაფრთხოების სისტემა გადაიხედება.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)